ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა - აეროპორტში ზელენსკის ესპანეთის მეფე ფილიპე VI დახვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი მადრიდ-ბარახასის აეროპორტში დაეშვა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ესპანეთის მეფე ფილიპე VI დახვდა.

ესპანური მედია აღნიშნავს, რომ ეს არის მეფის მხრიდან მხარდაჭერის უჩვეულო ნაბიჯი, ვინაიდან მონარქი ტრადიციულად არ აკეთებს ასეთ ჟესტებს ვიზიტების დროს. ფილიპე VI ამგვარად ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2022 წლის ივნისში შეხვდა, როდესაც ის ესპანეთში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება, რომელთან ერთადაც, სავარაუდოდ ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა