იენს სტოლტენბერგი - რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვით უკრაინული ძალების თავდაცვის უნარს ვამცირებთ, ხელს ვუბოჭავთ მათ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ხარკოვის ოლქში სასაზღვრო ბრძოლების ფონზე, მოკავშირეებმა უნდა გადახედონ უკრაინისთვის დაწესებულ შეზღუდვებს დასავლური იარაღით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელებასთან დაკავშირებით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავდაცვის უფლება აქვს.

„თავდაცვის უფლება მოიცავს უკრაინის ფარგლებს გარეთ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, ჩვენ ამას ახლა აშკარად ვხედავთ ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში, რადგან რუსული ჯარები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე და საზღვარზე უკრაინის ტერიტორიას ესხმიან თავს. ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად გადის საზღვრის გასწვრივ და თუ ვერ უტევთ რუსულ ძალებს ფრონტის მეორე მხარეს, რადგან ისინი საზღვრის მეორე მხარეს არიან, მაშინ თქვენ ნამდვილად ამცირებთ უკრაინული ძალების თავდაცვის უნარს“, - განმარტა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ასეთ პირობებში რუსებს შეუძლიათ თავდასხმა საპასუხო თავდასხმის გარეშე. ამ კონტექსტში, სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, რომლებმაც დააწესეს შეზღუდვები მათ მიერ გადაცემული იარაღის გამოყენებაზე, ამ შეზღუდვებს გადახედონ.

„ჩემი მესიჯია, რომ უნდა გადავხედოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ძალიან ბევრი შეზღუდვით ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცალ ხელს ვუბოჭავთ, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება