ვოლოდიმირ ზელენსკი - გიტანას ნაუსედასთან უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების უახლოეს მომავალში ხელმოწერაზე შევთანხმდი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გიტანას ნაუსედას ტელეფონით ესაუბრა და ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.

„განვიხილეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მომზადება: სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, ევროპული საბჭოს სამიტი და ნატო-ს სამიტი. ლიეტუვა და პირადად პრეზიდენტი ნაუსედა ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ ეს მოვლენები წარმატებული იყოს უკრაინის, ევროპის ერთიანობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.

მისივე ინფორმაციით, ნაუსედასთან სატელეფონო საუბრის დროს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოვაწეროთ ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეფუძნება ვილნიუსში ხელმოწერილ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს