პრემიერ-მინისტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

"პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტური საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში და სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება დაუთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მათ გავლენას ეკონომიკაზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას და სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლის მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც ის საჯარო სექტორის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მონაწილეები თავადაც არიან, ასევე - განვითარების სამომავლო ხედვებზე და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს