მიხეილ სააკაშვილი - გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ - მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება

გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ - მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ გონივრულმა ნაბიჯებმა მისცა მათ შესაძლებლობა, რომ „ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინათ“.

მისივე თქმით, ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება.

“გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ - მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება. ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება