რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ

რუს დიპლომატებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სხვა ქვეყნებს ასეთი წესები უკვე აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მაგალითს სხვებიც მიჰყვებიან. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამას, როგორც სერიოზულ გამაფრთხილებელ სიგნალს, ისე მიიღებს“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

მისივე თქმით, შეზღუდვები როგორც პოლონეთში რუსეთის საელჩოს, ისე საკონსულოს თანამშრომლებს შეეხებათ. რუსი დიპლომატები გადაადგილებას მხოლოდ მაზოვიაში შეძლებენ, ხოლო კონსულები იმ სავოევოდოებში, სადაც თანამდებობებს იკავებენ.

რადოსლავ სიკორსკიმ მიღებული გადაწყვტილების კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ვარშავას პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების ორგანიზებაში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება