ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე - წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში

ევროკავშირის საბჭო ბრიუსელში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ყველაზე შესაფერისი პასუხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში.

"მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო ინფორმირებულ იქნა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ახალი კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებასა და პრინციპებს. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს შესაძლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით" , - წერია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება