ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი შეხვდება მეფე ფილიპს, პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს და თავდაცვის მინისტრს, ლუდივინ დედონდერს. შეხვედრების მთავარ თემებს შორისაა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის სამხედრო მმხარდაჭერის აღმოჩენა, ასევე F-16 მოიერიშე თვითმფრინავები.

დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ავიაბაზაზე, სადაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნას გადიან.

მედიის ინფორმაციით, ესპანეთსა და ბელგიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ორი კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო გაუქმდა.

შეგახსენებთ, გუშინ ზელენსკი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინასა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება