გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - რაფაჰზე თავდასხმისთვის შეცდომის დარქმევა არის გზავნილი, რომელიც არაფერს ნიშნავს დაღუპულებისთვის

ეს თავდასხმა ომის დანაშაული იყო თუ „ტრაგიკული შეცდომა" ღაზას მოსახლეობისთვის - დებატები არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, რომ კვირას ისრაელის მიერ რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო იერიში ტრაგიკული შეცდომა იყო.

„ის, რაც მოხდა, იყო უახლესი - და შესაძლოა ყველაზე სასტიკი - სისაძაგლე. ეს იყო სრულიად მიუღებელი თავდასხმა. შეცდომის დარქმევა არის გზავნილი, რომელიც არაფერს ნიშნავს დაღუპულებისთვის, მათთვის, ვინც გლოვობს და მათთვის, ვინც ცდილობს გადაარჩინოს სიცოცხლე“, - აღნიშნა გრიფიტსმა.

თავდასხმა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც დაგმო.

”ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რომლის შედეგადაც დაიღუპა უამრავი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ თავშესაფარს ეძებდნენ.ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არის. ეს საშინელება უნდა შეწყდეს", - განაცხადა გუტერეშმა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის მიერ კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება