ალექსანდრე სტუბი - ამ ეტაპზე უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი სპეკულაცია, თუმცა ფინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს

ამ ეტაპზე, უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი სპეკულაციაა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების მთელი პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„ფინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ალექსანდრე სტუბმა ესტონელ კოლეგასთან ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ესტონეთში ვიზიტის დღის წესრიგი მოიცავდა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოებასა და თავდაცვას, ასევე ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებს. სტუბმა აღნიშნა, რომ ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები, საქართველოში განვითარებული მოვლენები და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება