მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანმრთელობის სოციალური განმსაზღვრელი დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრი, ასამბლეის დელეგატებისთვის გამართულ ტრადიციული მიღებას დაესწრო, რომელზეც სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი