თემაზე: „მდგრადი და მწვანე შესყიდვა ცირკულარული ეკონომიკისთვის“ ფორუმი გაიმართება

29 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდება ფორუმი თემაზე: „მდგრადი და მწვანე შესყიდვა ცირკულარული ეკონომიკისთვის“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მომხსენებლები ისაუბრებენ მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების კუთხით არსებულ მიღწევებზე, ასევე ცირკულარულ და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პოლიტიკურ პერსპექტივებსა და საჯარო შესყიდვებში მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას.

„ფორუმი, ასევე მიზნად ისახავს რეგიონალური და გლობალური თანამშრომლობის მხარდაჭერას, საჯარო შესყიდვების ხარისხის შედეგების გასაუმჯობესებლად.

ღონისძიებას წარუძღვებიან ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე. ფორუმს დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება