მაკა ბოჭორიშვილი - დღეს ვეტო დაძლეული იქნება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ვეტო დაძლეული იქნება, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა.

ამასთან კითხვაზე, ვეტოს დაძლევის შემდეგ ელოდება თუ არა სანქციებს თუნდაც ინდივიდუალურ დეპუტატებზე, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესები დამკვიდრდება მსოფლიოში.

„არაფერი შეცვლილა იმ ობიექტურ საფუძვლებში, რის გამოც ეს კანონი იყო ინიცირებული და მიღებული და არც არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, შესაბამისად, ის, რაც არის საფუძველი, ადგილზეა. ველი ვალიდურია, სხვა არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. [რაც შეეხება სანქციებს, ეს მოხდება იმ შემთხვევაში] ახალი წესები თუ დამკვიდრდება მსოფლიოში ჩვენს ხარჯზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება