აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გოგიტა თედორაძეს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ულრიჰ კასპერმა უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრები ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ და პალატის პრეზიდენტის მიწვევით ჰესენის ფედერალური მხარის ეკონომიკის მინისტრის კავე მანსურის წარდგენის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ცნობით, ღონისძიებებს ასევე, ესწრებოდა სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება