ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს

უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება განხილვის საგანი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ მათ (უკრაინელებმა) დარტყმები რუსეთის შიგნით უნდა განახორციელონ, ამიტომ, ჩემი აზრით ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, აზრს შეიცვლიან“, - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ყველა საშუალების გამოყენების უფლება აქვს.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი მიიღებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება