პარლამენტთან ზაზა სარალიძე მივიდა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვს

პარლამენტთან, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.

მისი განმარტებით, ის უშუალოდ პარლამენტში შესვლას და განცხადების დაწერას ითხოვს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, განცხადება, რის დაწერასაც ითხოვს, "ყველაფერზე საუბარს მოიცავს, მათ შორის აღნიშნულ კანონზე".

“გამომაწოდონ ბლანკი, რომ განცხადება დავწერო. მინდა, ნებისმიერი დეპუტატის ნახვა, მდინარაძე იქნება, თალაკვაძე, თუ სხვა. შეხვედრა მინდა, ყველაფერზე უნდა ვესაუბრო, ამ კანონთანაც დაკავშირებითაც. ბევრი რამ მაქვს სათქმელი.

მოქალაქეებისთვის თუ არ არიან ესენი, ვისთვის არიან, შვილი მომიკლეს და ფეხებზე დამიკიდეს. განცხადებას ვითხოვ, მეტს არაფერს”, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის შესასვლელთან პოლიცია დგას, რომელმაც სარალიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება