დევიდ კამერონი - რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს

რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

„ღრმად შემაშფოთებელი სცენები რაფაჰში, გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი, ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე უნდა იყოს“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.

დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ღაზაში საომარი მოქმედებები უნდა შეჩერდეს.

„ჩვენ მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმება სასწრაფოდ გვჭირდება, ასევე, საომარი მოქმედებების შეჩერება გრძელვადიანი მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის მიერ კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს