იენს სტოლტენბერგი - დროა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადახედონ შეზღუდვებს, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღის გამოყენებაზე დაუწესეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დროა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადახედონ შეზღუდვებს, რომელიც დაწესებული აქვთ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაზე იმ მოტივით, რომ ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს.

მისი განმარტებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავიანთი იარაღის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული მთავრობების დონეზე უნდა მიიღონ.

„ზოგიერთ მოკავშირეს არ დაუწესებია შეზღუდვები იარაღზე. მჯერა, რომ დროა, დაწესებული შეზღუდვების გადახედვა მოხდეს, თუნდაც ომის განვითარების ფონზე, ომში ევოლუციის, რომელიც ახლა რეალურად მიმდინარეობს საზღვრების გასწვრივ და რაც კიდევ უფრო ართულებს მათთვის საკუთარი თავის დაცვას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, უკრაინელებისთვის რუსეთში, ფრონტის ხაზის მეორე მხარეს სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უფლების მიცემა ლეგიტიმურია.

რაც შეეხება შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი თავდასხმები, შესაძლოა, რუსეთმა ესკალაციად ჩათვალოს, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ნატო თავისი ჯარებს უკრაინაში განლაგებას არ ახორციელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!