ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება - მის არყოფნას პუტინი ტაშს ფეხზე წამოდგომით დაუკრავს

სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება, მის არყოფნას პუტინი ტაშის დაკვრით მიესალმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მჯერა, რომ სამშვიდობო სამიტს პრეზიდენტი ბაიდენი სჭირდება და ეს სხვა ლიდერებს სჭირდებათ, როდესაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას უყურებენ. მის არყოფნას - ამას პუტინი ტაშის დაკვრით მიესალმება, პირადად პუტინი ტაშს ფეხზე წამოდგომით დაუკრავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურს ჯო ბაიდენი შვეიცარიაში გასამართ სამშვიდობო სამიტს პირადად დაესწროს.

„მე ვიცი, რომ ამერიკა სამიტს მხარს უჭერს, მაგრამ მე და თქვენ არ ვიცით ის, თუ რა დონეზე. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება არ არის, აშშ-ში მცხოვრები ყველა ადამიანის მიმართ პატივისცემის მიუხედავად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სამშვიდობო სამიტში მონაწილეობა 90-მა ქვეყანამ დაადასტურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს