გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა - ის ანტიევროპული, ანტიქართულია და მაშასადამე, რუსული - ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა „იმიტომ“!

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პლენარულ სხდომაზე წარდგენისას განმარტა, თუ რატომ სიტყვა „იმიტომ“ იმის არგუმენტად, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ? - იმიტომ?“ - ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენთ ისე, რომ, თითქოს, აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ „იმიტომ!“.

ახლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენს ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა, შეუძლებელი იყო, რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე, იყო ანტიკონსტიტუციური, მათ შორის ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს - არის ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე, რუსული. ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა, „იმიტომ!“- განაცხადა მსხილაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება