ბელგიის პრემიერი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს F-16-ების გამოყენება მხოლოდ უკრაინაში შეუძლიათ

ყველა იარაღი, რომელსაც ბელგია უკრაინას აწვდის, მათ შორის F-16 მოიერიშე თვითმფრინავები, უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენონ, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ლიდერებმა უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ბელგიის პრემიერის განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიის, ჯავშანტექნიკის და 2028 წლამდე 30 F-16 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდებას.

„ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია ერთი რამ: თქვენ და უკრაინელი ხალხი იმსახურებთ სწორ ინსტრუმენტებს, რათა დაიცვათ თქვენი მოსახლეობა სრულიად უკანონო აგრესიისგან. თქვენ გაიმარჯვებთ და ჩვენი მოვალეობაა, დაგეხმაროთ გამარჯვებაში. ჩვენი მხარდაჭერა რჩება მტკიცე და ურყევი, ამ ომის შედეგი გადამწყვეტია ჩვენი ევროპული ინტერესებისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენი ევროპული უსაფრთხოებისთვის“, - მიმართა დე კროომ ზელენსკის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს