ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2024“ მონაწილეობა მიიღო.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს.

„ვიზიტორებს, ასევე შესაძლებლობა მიეცათ, VR-სათვალის საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, რესურსებსა და მარშრუტებს გასცნობოდნენ. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანია ტურისტული მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარება და ახალი კონტაქტების მოძიება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება