საქართველოს ბიზნესასოციაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციას ეხმიანება

საქართველოს ბიზნესასოციაცია პოზიტიურად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა სავალუტო ბაზარზე დღეს განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას.

საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებით, ლარის სტაბილური კურსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, განჭვრეტადს ხდის ბიზნეს გარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს.

„როგორც ბოლო პერიოდში არა ერთხელ აღგვინიშნავს, საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ასეთ პირობებში, ლარის კურსის კონიუნქტურული რყევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი და კრიტიკულია აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება.

შესაბამისად, მივესალმებით დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას და მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, მომდევნო დღეებშიც, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება.

ლარის სტაბილური კურსის არსებობა კი პირდაპირ კავშირშია ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებასთან, მის ფინანსურ სიჯანსაღესა და მდგრადობასთან. ლარის სტაბილური კურსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, განჭვრეტადს ხდის ბიზნეს გარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება