უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად შვედეთი 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად შვედეთი 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერის ახალი პაკეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე არსებულმა ობიექტებმა, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები, ტრანსპორტი, წყალმომარაგება და ბიზნესი ფუნქციონირება გააგრძელონ.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა აღნიშნა, რომ ენერგიის ხელმისაწვდომობას უკრაინის საზოგადოების, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს სულ უფრო ხშირად ახორციელებს, რათა მნიშვნელოვანი სოციალური ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანოს. უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად, ჩვენ ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას ვზრდით“, - აღნიშნა იოჰან ფორსელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს