ანა ბუჩუკური უმრავლესობას - მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ

მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მან ასევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ თავდასხმა და შეურაცხყოფა არ უნდა გაუკვირდეს, ვინაიდან ამ ადამიანებს პერსონალური პასუხისმგებლობების აღება მოუწევთ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო მოხელეს გიწევთ ამდენი შეურაცხყოფის მოთმენა, რომელსაც თქვენკენ ისვრიან უმრავლესობის დეპუტატები და ბუნებრივია, მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, აბსოლუტურად გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.

სამწუხაროდ, არ უნდა გაგიკვირდეთ შეურაცხყოფა და თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობების აღება იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რა შედეგებსაც ეს კანონი ქვეყანას მოუტანს. მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავენ, ახლა უკვე უწოდებენ და ეძახიან მტერს. არ უნდა გაგიკვირდეთ იმ ადამიანებისგან არაფერი (ძალიან მიმძიმს მე ახლა ამის თქმა მაგრამ), რომლებსაც შეუძლიათ, რომ ყველაზე ძვირფასს, საკუთარ შვილებს და საკუთარი შვილების მომავალს შეუქმნან საფრთხე და სწირავენ საკუთარ შვილებს საიმისოდ, რომ ამ ტვირთით იარონ ამ ქვეყანაში, ეს ძალიან მძიმეა. თუმცა მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ. რაც შეეხება შეკითხვას, ჩემთვის ვეტო აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ მე გთხოვთ, უფრო დეტალურად ისაუბროთ, რატომ არის ეს რუსული კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან წინააღმდეგობაში“, - მიმართა ბუჩუკურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება