პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნინო წილოსანს - უჩა აბაშიძე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და მის კადრებში ვარ თუ არა, საიდან უნდა ვიცოდე - თქვენ ხომ არ იცით შემთხვევით ვარ თუ არა?

როცა მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს, ამით იწყებთ [კითხვის დასმას], რად გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი კითხვაზე?! - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის“ გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ის იმ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, სადაც მას რადიკალური ოპოზიციის წევრობას აბრალებენ, პრეზიდენტს კი რეზიდენტად მოიხსენიებენ.

„როდესაც თქვენ ითხოვთ პატივისცემას საკონსტიტუციო ორგანოების მიმართ, ამ დროს თქვენ კითხვას იწყებთ, რომ „გასაგებია, თქვენ წარმოადგენთ რადიკალურ ოპოზიციას“, მომმართავთ მე და მეუბნებით, რომ „რეზიდენტი, რომელმაც თქვენ გამოგგზავნათ“... მხოლოდ ამის შემდეგ მისვამთ კითხვას. თქვენი გუნდის წევრებისგან იყო ნათქვამი ასეთი ფრაზები, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ! რაზე უნდა გიპასუხოთ, როცა მე მეძახით უცხო ძალის წარმომადგენელს? ამით იწყებთ [კითხვის დასმას]. რად გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი კითხვაზე?! ასევე, გაუგებარია, რატომ ჩაკეტა პრეზიდენტმა მოლაპარაკებების გზა, პარლამენტმა რატომ არ გამოიყენა ეს გზა და რატომ ჩატარდა ეს განხილვები ამ წესით? ამას ჰქვია რუსული წესი. რაც შეეხება ნინო წილოსანს, გუშინ უჩას [აბაშიძე] კადრები გითქვამთ და ბუჩა გავიგე. ვერაფრით დავაკავშირე ბუჩას კადრები კანონთან, მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. და შემდეგ იმ კადრებში ვარ თუ არა ან საიდან უნდა ვიცოდე და თქვენ ხომ არ იცით შემთხვევით ვარ თუ არა?“ - განაცხადა მსხილაძემ.

ამასთან, როგორც მსხილაძეს, უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა უპასუხა, მას საკუთარ გამოსვლაში სიტყვა რეზიდენტი არ უხსენებია.

„არცერთგან მე სიტყვა რეზიდენტი არ მიხსენებია და თქვენს დამსაქმებელს რეზიდენტს ვინც არქმევდა, ეს ადამიანები არიან. თუ ამაზე გაქვთ პასუხი, მაშინ ამ ადამიანებს გაეცი პასუხი“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო