ლევან ბეჟაშვილი - ამბობთ, პრეზიდენტმა სივრცე არ დაგვიტოვაო - სივრცე არც ახლა გაქვთ შეზღუდული! შეგიძლიათ ვეტო არ დაძლიოთ, კანონპროექტი თაროზე შემოდოთ, არჩევნებს დაელოდოთ და კანონპროექტის საბოლოო ბედი ამ რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტოს

ამბობთ, პრეზიდენტმა სივრცე არ დაგვიტოვაო - ბატონებო! სივრცე არც ახლა გაქვთ შეზღუდული! შეგიძლიათ ვეტო არ დასძლიოთ, კანონპროექტი თაროზე შემოდოთ, საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოთ და კანონპროექტის საბოლოო ბედი ამ რეფერენდუმზე ხალხმა გადაწყვიტოს, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მიმართა.

ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით განაცხადა ისიც, რომ მათ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

„რა კანონიც არის, ის ვეტო მიიღეთ! ნუ გიკვირთ, როცა ვეტოში კონკრეტულ შენიშვნებს ვერ ნახულობთ - ეს კანონი გადამუშავებას არ ექვემდებარება და უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ვეტო სწორედ ამისგან გამოსავალია.

ყველა კითხვაზე პასუხი ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. ვენეციის კომისიის დოკუმენტში დეტალურად, მუხლობრივად არის ჩაშლილი, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონი ევროპულ პრაქტიკას, კონსტიტუციას. ყველა კითხვაზე პასუხს ამ პუნქტებში იპოვით“, - მიმართა ბეჟაშვილმა „ქართულ ოცნებას“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს