კახა კალაძე - ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა.

„ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისვროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყოველთვის მოყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი და ალეკო ელისაშვილი თვითონ შევარდნენ პოლიციის კორდონში.

„ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის კორდონში შევარდნენ. მეტიც, გვახსოვს ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, შევარდნილიყვნენ და იქ დესტრუქცია გამოეწვიათ. არ არის სწორი ამგვარი ქმედებები. თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს და ვიმეორებ, ამას არავინ ზღუდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის