თელავის მერია - თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ფშაველში, ართანაში, ლალისყურში, სანიორესა და ჯუღაანში. ადიდებულია მდინარეები და სოფლის ხევები, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სანიაღვრე არხების კალაპოტიდან გადმოსული წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შევიდა.

„გვიან ღამით, ადგილზე მუშაობა დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა. კრიტიკულ ადგილებში, არხებისა და მდინარეების კალაპოტების გასაწმენდად მობილიზდა მძიმე ტექნიკა.

მოსახლეობის დასახმარებლად წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო.

სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დაზარალებულ სოფელში.

სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზარალებული ოჯახები მოვინახულე. სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა. თელავის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ოჯახების დახმარებას, ”- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება