ჭადრაკში რელიგიური ორგანიზაციების ტურნირი გაიხსნა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, უკვე მესამედ, გაიმართა საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩემპიონატში მონაწილეობენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ასევე, რელიგიის სააგენტოს გუნდები.

„ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რეგიონალური კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე არსენიძე.

ტურნირის გახსნის ცერემონიის შემდეგ, ტრადიციულად, შედგა კენჭისყრა და განსაზღვრა მონაწილეთა შეხვედრების გრაფიკი. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებითა და დოპლომებით.

ჩემპიონატი გაგრძელდება ხვალ, 16.00 საათიდან, 19.00 საათზე კი შედგება გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ტურნირის ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება