თინა ბოკუჩავა მსხილაძეს - ბატონო გიორგი, მართალია უნიჭო პიონერი, ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, კამალა ჰარისი პრეზიდენტს მადლობას უხდის, რომ ვეტო გამოიყენა და ქვეყნის დემოკრატიას ერთგულად იცავს

ბატონო გიორგი, მართალია უნიჭო პიონერი და ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, მაგრამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მან ვეტო გამოიყენა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ერთგულად იცავს , - ასე მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ

ბოკუჩავას შეფასებით, პრეზიდენტი მის მიერ გამოყენებული ვეტოთი ანტიდემოკრატიულ და ქვეყნისთვის საზიანო კანონს ეწინააღმდეგება.

ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, აშშ-ს სანქციებისგან თავი გადაირჩინონ და გადაარჩინონ ქვეყანა, რომელიც “მათ ღალატით უფსკრულის პირას მიიყვანეს“

“ყველაფერი ცხადია, როცა მოღალატეები გლანძღავენ და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პირადად მადლობას გიხდის. რამდენიმე თვის წინ შესაძლებლობა მქონდა კამალა ჰარისს პირადად შევხვედროდი. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, თუმცა ახლა ის, რომ ასეთი განცხადებები ასეთ უმაღლეს დონეზე საჯაროდ კეთდება, ადასტურებს, რომ სიტუაცია არის ძალიან სერიოზული და ვეტოს დაძლევას აშშ-ს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს