გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - ყოჩაღ, მადლობა, ბრავო! ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა - იმ მოღალატეთა სიაში იქნებით, რომელთაც ისტორიის სახელმძღვანელოებით გვასწავლიან

ყოჩაღ, მადლობა, ბრავო! აი, ეგ ხართ. აი, ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. აი, ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, როდესაც მას სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს არის უღირსობის პირველი მაგალითი და „ქართულ ოცნებას“ განაჩენს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოუტანს.

„მერწმუნეთ, ეს წყალი მე და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს. ეს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზაა. იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ვერცერთი ბოროტი ადამიანი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. მერწმუნეთ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ეროვნული ერთობა, რომელიც დღეს არის, თქვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ წააქცევთ. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს ქართველ ახალგაზრდებს და სწორედ მათ მაგალითებს უყვებიან საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდებს. არა უშავს, დაწყნარდით, აი, ეს არის უღირსობის პირველი მაგალითი. თქვენ გგონიათ ხალხო, რომ ეს გაგივათ. ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე უსამშობლოებზე. თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ადგახართ. თქვენ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საბოლოო განაჩენს გამოგიტანთ. საქართველოს ისტორიაში ქართველი ახალგაზრდების სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება, ხოლო თქვენი სახელი შავი ასოებით ჩაიწერება. იმ მოღალატეთა სიაში იქნებით, რომელსაც ხშირად ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებით გვასწავლიან, რომ მათ არ უნდა დაემსგავსოთ“,-მიმართა ვაშაძემ უმრავლესობას. მისი სიტყვით გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა