თამარ კორძაია პრეზიდენტს სთხოვს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდეს

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

თამარ კორძაიას თქმით, დღეიდან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ "ქართული ქარტიის" სულისკვეთებას, რადგან ჩვენი მიზანია საქართველოს გადარჩენა. საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს