მარგუს ცაჰკნა - შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს

შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით ევროინტეგრაციის გზაზე და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს", - წერს ცაჰკნა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს