ბათუმში, ევროპის მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მსვლელობით შეუერთდნენ.

შეკრებილების განცხადებით, "დღეს ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა".

მათივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, ქართველი ხალხი წინაპრების დაწყებულ ბრძოლას გააგრძელებს.

“ხვალიდან ახალ რეალობაში გავიღვიძებთ, კანონის საფუძველზე ბოლშევიკური რეჟიმი დამკვიდრდება. კანონის მიღება საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამარცხვინო ფურცელი იყო, მაგრამ არ მივცემთ ჩვენი ევროპული მომავლის დასამარების შესაძლებლობას. საერთო ძალისხმევით ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის დასაცავად, როცა უსამართლობა ხდება კანონად, დაუმორჩილებლობა ხდება ჩვენი ვალდებულება.

საბოლოო წერტილია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით პასუხი გავცეთ მოღალატეობრივ სახელმწიფო აქტს.

ბრძოლა ძალიან რთული იქნება, ვიბრძვით ღირებულებების დასაცავად, რომელსაც თაობები ეწირებოდნენ. ევროკავშირში გაწევრიანების ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება არის დანაშაული ჩვენი მომავლის წინაშე”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს