მამუკა მდინარაძე - ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის - მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს

ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღებასთან დაკავშირებით.

ის მადლობას უხდის კოლეგებს და ქართველ ხალხს ერთიანობისა და გონიერებისთვის.

მდინარაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ ღირსეული მეგობრობისთვის არის მზად.

“ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!

მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა!

ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს!

#კისაქართველოსდამოუკიდებლობას

#კიგამჭვირვალობას

#ღირსებითევროპისკენ” , - წერს მამუკა მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს