პარტია  „ევროპელი დემოკრატები“  „ევროპულ - დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ „ევროპულ-დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება.

როგორც „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატები“ და პოლიტიკური პლატფორმა „ევროპული დემოკრატიული ერთობა“, მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ერთიანობის ინიციატივას და უერთდებიან „ქართულ ქარტიას“.

„ჩვენ ვიზიარებთ „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებას, რეფორმების გეგმას, ვეთანხმებით სახელმწიფო მანქანის და მათ შორის ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. ასევე მოხარული ვართ, რომ ჩვენს მიერ დეკლარირებული პარლამენტის მოკლევადიანობის პრინციპი სრულად არის ასახული „ქართულ ქარტიაში“ და 2025 წელს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს.

„ქართული ქარტიის“ ირგვლივ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს. გამარჯვების ფორმულის სრულყოფისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არ იყოს წინწამოწეული მთავრობის ფორმირების საკითხი.

ქართველი ხალხის ნების აღსრულებისთვის, ასევე ამომრჩევლის ხმების დასაცავად მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაციის გაღრმავება და გამოვხატავთ მზაობას კონსულტაციებისთვის“, ნათქვამია „ ევროპულ - დემოკრატიული ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება