ირაკლი კობახიძე - ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ ბიზნესის თავისუფლებაა

2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს.

„რეალურად, არის თვისებრივი თანხვედრა პარტიის რეიტინგსა და კანონის მხარდაჭერას შორის, პრინციპულადაა ეს ორი მაჩვენებელი თანხვედრაში ერთმანეთთან. რაც შეეხება ბიზნესს, ზოგადად, წინა ხელისუფლებებზე როცა არის საუბარი, შეგახსენებთ, რომ 2004 წლამდე ჩვეულებრივი ამბავი იყო ბიზნესის მხრიდან კრიტიკული განცხადებები, 2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს. შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს ეს განცხადებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მათი საქმეა. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. ამ პირობებში, ზოგადად, ბიზნესი რომ არის ხელისუფლების მხარდამჭერი ხშირად შფოთავენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები. სინამდვილეში ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა არის სწორედ ბიზნესის თავისუფლება", - განაცხადა პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო