ირაკლი კობახიძე - დღეს საქართველო არის ერთი თავით მაღლა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი მიმართულებით

ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის განვითარება არის მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ყველა კუთხით გვქონდეს პროგრესი, მათ შორის გვქონდეს პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანმიმდევრულად მიდის პროცესები, მათ შორის ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია ცხრა პუნქტის შესრულებასთან.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. დღეს საქართველო არის ერთი თავით მაღლა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მრავალი მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ინსტიტუტების სიძლიერე, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრი და გვაქვს ეკონომიკური წინსვლის ყველაზე სწრაფი ტემპი. ეს არის მთავარი, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე წარვდგებით ძალიან დეტალური პროგრამით, ეს მოხდება მაქსიმუმ შემოდგომაზე, ვგულისხმობ წინასაარჩევნო პროგრამას, რაც შემდეგ გადაითარგმნება ჩვენს სამთავრობო პროგრამაში. ჩვენ გვექნება საზოგადოებისთვის და ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ყველა მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის განვითარება და ამ ქვეყნის განვითარება არის მთავარი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ყველა კუთხით გვქონდეს პროგრესი, მათ შორის გვქონდეს პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება