ვლადიმერ პუტინი - დასავლეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას, შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო-ს წევრები ევროპაში ცეცხლს ეთამაშებიან იმის შეთავაზებით, რომ უკრაინას დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის გამოყენების საშუალება მიეცეს, რამაც, მისი თქმით, შეიძლება გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს.

„მუდმივმა ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. თუ ეს სერიოზული შედეგები ევროპაში მოხდება, როგორ მოიქცევა შეერთებული შტატები სტრატეგიული იარაღის სფეროში ჩვენი პარიტეტის გათვალისწინებით?ძნელი სათქმელია - სურთ თუ არა მათ გლობალური კონფლიქტი?“ - აღნიშნა პუტინმა.

ევროპულ ქვეყნებზე საუბრისას, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, პუტინმა განაცხადა, რომ პატარა ქვეყნებმა „უნდა იცოდნენ, რას ეთამაშებიან“, რადგან მათ მცირე ტერიტორია აქვთ და ძალიან ხშირი მოსახლეობა ჰყავთ.

„ეს არის ფაქტორი, რომელიც მათ უნდა გაითვალისწინონ, სანამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმაზე ისაუბრებენ“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება