1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს ტრადიციულად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება არაერთი აქტივობა, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, მთავარი ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, რომლის ფარგლებშიც “ბევრი საინტერესო და განსაკუთრებული პროგრამა, პატარებისთვის გაიმართება”.

“1-ელი ივნისი შაბათი დღეა და მინდა მშობლებს, ბებია-ბაბუებს მოვუწოდო, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყვანოთ. ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება „რანინას“ კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება, მათ შორის: თოჯინების თეატრის და თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი „ჟოზე“, მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრის კუთხე და სხვა.

პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ღონისძიება დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება