ადვოკატი პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებზე - ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თავად პატიმრები, მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც ასეთი დაძაბულობა ექნებათ - ერთმა თვითდაზიანება სცადა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა.

ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებენ, რომ ისინი აქციის მონაწილეები არიან.

ადვოკატი ბრალდებულებისთვის საკნის შეცვლას, მათთან სახალხო დამცველის შესვლას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.

„დაკავებულები ცალ-ცალკე საკანში სხედან. საკნებში ძალიან მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები მათთან დაპირისპირებულები არიან. ერთ-ერთზე საკნის შეცვლა მოვითხოვეთ, მეორეს შემთხვევაში ჯერჯერობით ვაკვირდებით, თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მასზეც იმავეს მოვითხოვთ. თუმცა, საკნის შეცვლას რა შედეგი მოჰყვება, არ ვიცით. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ერთი 23 წლისაა, მეორე 19-ის. უკიდურეს ვითარებაში იმყოფებიან, მტრული გარემო აქვთ შექმნილი, ისინი მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც პატიმრებთან ასეთი დაძაბულობა ექნებათ. აბსოლუტურად ყველაფერს უშლიან, ვერ ცხოვრობენ, ვერ ჭამენ როგორც უნდათ, ვერც საპირფარეშოთი სარგებლობენ ნორმალურად, აბსოლუტურად ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თვითონ პატიმრები, რადგან აქციაზე არიან დაკავებულები, აქედან გამომდინარე აქვთ დაპირისპირება. პატიმრები ამაზე აპელირებენ - თქვენ აქციაზე ხართ დაკავებული, იქ რა გინდოდათო.

ერთ-ერთმა სცადა თვითდაზიანება, სახალხო დამცველიც შევა ალბათ. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ საკნის შეცვლა არაა, რადგან საკნის შეცვლით მდგომარეობა იგივე იქნება, ჩვენი მოწოდებაა, ეს ადამიანები გირაოს სანაცვლოდ გარეთ გამოუშვან, ვიღაც ამ ამბავს შეეწირება, ეს არც პროკურატურას უნდა აწყობდეს და არც სასამართლოს, ესენი არიან ახალგაზრდები და არა კრიმინალები. ერთხელ რადგან სცადა თვითდაზიანება, დაზღვეული არ ვართ, რომ შემდეგშიც არ სცდის, ვინაიდან ერთ-ერთს ციხეში მოხვედრის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რადგან იქ მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები უპირისპირდებიან, ის პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოლოგთანაც დადის. ორივე პატიმრის მიმართ ერთი და იმავე მიდგომა აქვთ, მათთვის საკანში დარჩენა გაუსაძლისი ხდება.

ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი შარშან შეიცვალა, ნივთის დაზიანება ჯგუფური გახდა, რადგან წინ მარტის აქციები იყო, იმისთვის, რომ ადამიანები უფრო შეეშინებინათ და მსუსხავი ეფექტი ჰქონოდა, პირდაპირ, უალტერნატივოდ, 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა დააწესეს სანქციად, ეს მუხლი ჯარიმასაც არ ითვალისწინებს. ნივთის ღირებულება ექსპერტიზის დადგენილებით 400 ლარს შეადგენს, ისიც პირვანდელ მდგომარეობაში, ნაცვეთი შეიძლება ნაკლები ღირებულების იყოს, ამისთვის სხედან ეს ადამიანები ციხეში, როცა შესაძლებელი იყო, ისინი გირაოთი გარეთ დაეტოვებინათ“, - განაცხადა მეგენეიშვილმა.

„ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის და საქმეში ჩაერთვება.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ადვოკატი პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებზე - ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თავად პატიმრები, მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც ასეთი დაძაბულობა ექნებათ - ერთმა თვითდაზიანება სცადა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა.

ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებენ, რომ ისინი აქციის მონაწილეები არიან.

ადვოკატი ბრალდებულებისთვის საკნის შეცვლას, მათთან სახალხო დამცველის შესვლას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.

„დაკავებულები ცალ-ცალკე საკანში სხედან. საკნებში ძალიან მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები მათთან დაპირისპირებულები არიან. ერთ-ერთზე საკნის შეცვლა მოვითხოვეთ, მეორეს შემთხვევაში ჯერჯერობით ვაკვირდებით, თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდება, მასზეც იმავეს მოვითხოვთ. თუმცა, საკნის შეცვლას რა შედეგი მოჰყვება, არ ვიცით. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ერთი 23 წლისაა, მეორე 19-ის. უკიდურეს ვითარებაში იმყოფებიან, მტრული გარემო აქვთ შექმნილი, ისინი მიზანმიმართულად ჩასვეს საკანში, სადაც პატიმრებთან ასეთი დაძაბულობა ექნებათ. აბსოლუტურად ყველაფერს უშლიან, ვერ ცხოვრობენ, ვერ ჭამენ როგორც უნდათ, ვერც საპირფარეშოთი სარგებლობენ ნორმალურად, აბსოლუტურად ყველაფერში შეზღუდვებს უწესებენ თვითონ პატიმრები, რადგან აქციაზე არიან დაკავებულები, აქედან გამომდინარე აქვთ დაპირისპირება. პატიმრები ამაზე აპელირებენ - თქვენ აქციაზე ხართ დაკავებული, იქ რა გინდოდათო.

ერთ-ერთმა სცადა თვითდაზიანება, სახალხო დამცველიც შევა ალბათ. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ საკნის შეცვლა არაა, რადგან საკნის შეცვლით მდგომარეობა იგივე იქნება, ჩვენი მოწოდებაა, ეს ადამიანები გირაოს სანაცვლოდ გარეთ გამოუშვან, ვიღაც ამ ამბავს შეეწირება, ეს არც პროკურატურას უნდა აწყობდეს და არც სასამართლოს, ესენი არიან ახალგაზრდები და არა კრიმინალები. ერთხელ რადგან სცადა თვითდაზიანება, დაზღვეული არ ვართ, რომ შემდეგშიც არ სცდის, ვინაიდან ერთ-ერთს ციხეში მოხვედრის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რადგან იქ მტრული გარემოა შექმნილი, პატიმრები უპირისპირდებიან, ის პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოლოგთანაც დადის. ორივე პატიმრის მიმართ ერთი და იმავე მიდგომა აქვთ, მათთვის საკანში დარჩენა გაუსაძლისი ხდება.

ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ეს მუხლი შარშან შეიცვალა, ნივთის დაზიანება ჯგუფური გახდა, რადგან წინ მარტის აქციები იყო, იმისთვის, რომ ადამიანები უფრო შეეშინებინათ და მსუსხავი ეფექტი ჰქონოდა, პირდაპირ, უალტერნატივოდ, 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა დააწესეს სანქციად, ეს მუხლი ჯარიმასაც არ ითვალისწინებს. ნივთის ღირებულება ექსპერტიზის დადგენილებით 400 ლარს შეადგენს, ისიც პირვანდელ მდგომარეობაში, ნაცვეთი შეიძლება ნაკლები ღირებულების იყოს, ამისთვის სხედან ეს ადამიანები ციხეში, როცა შესაძლებელი იყო, ისინი გირაოთი გარეთ დაეტოვებინათ“, - განაცხადა მეგენეიშვილმა.

„ინტერპრესნიუსი“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის და საქმეში ჩაერთვება.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის