ისრაელის ელჩი - პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ცარიელი ჟესტია, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ზიანი მიაყენოს სიტუაციას

ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცარიელი ჟესტი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ზიანი მიაყენოს სიტუაციას, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნულ ქვეყნებს ნამდვილად სურთ რაიმეს შეცვლა რეგიონში, დეკლარაციაში შეეძლოთ ჩაეწერათ პირობა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა მძევალი.

„რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ის, რაც თქვენ ნახეთ 7 ოქტომბერს, სამწუხაროდ, არ არის მხოლოდ „ჰამასის“ ტერორისტების შემოვარდნა ისრაელში. ეს იყო პირველი ტალღა. მეორე ტალღა იყო ე.წ. „რიგითი მოქალაქეები“, არა "ჰამასის" ტერორისტები, რომლებიც შემოვარდნენ, გადაწვეს, მოკლეს და გააუპატიურეს მოსახლეობა. ამიტომ, თუ მე მსურს განსხვავებული მომავალი ჩემი ხალხისთვის, პალესტინელი ხალხისთვის, აუცილებელია, რომ მათ გაიარონ დერადიკალიზაციის პროცესი. თუ ხარ ევროპული ქვეყანა და გსურს ხალხს იმედი მისცე, გადამწყვეტია, რომ აღნიშნო დერადიკალიზაციის ელემენტი, რომ უზრუნველყო, რომ "ჰამასს" ჰქონდეს ნულოვანი ლეგიტიმაცია სამომავლო მოლაპარაკებებში - არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან. სამწუხაროდ, ჩვენ მათგან მსგავსი ვერაფერი დავინახეთ,“ - აცხადებს ისრაელის ელჩი.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ აფასებს ისრაელი სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარ პროკურორ კარიმ ხანის მიერ, ომის დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის მოითხოვნას, ჰადას მეიცადი აცხადებს, რომ პროკურორის ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან ისრაელი ღაზის სექტორში საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას არ აფერხებს და პრობლემა თავად სექტორში რესურსების განაწილებაზეა.

„ჩვენ უფრო მეტ წყალს ვაწვდით ღაზის სექტორს, ვიდრე შვიდ ოქტომბრამდე ვაკეთებდით ამას. ეს არ არის შიმშილის პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ სატვირთო მანქანებს, რომლებიც ღაზას სექტორის შიგნით ელოდება UNRWA-ს ( ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაეროს სააგენტო) საკვების მიწოდებისთვის. კითხვა უნდა გადაეცეს UNRWA-ს. რატომ არ აწვდიან ისინი დახმარებას ? რატომ არ ავრცელებენ ? ხანი ისრაელში მომავალ კვირას უნდა ჩასულიყო, რათა შეხვედრები გაემართა სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან. მან გადაწყვიტა გაეუქმებინა ვიზიტი და ამის ნაცვლად გამოსულიყო ამ საჯარო განცხადებით.“- აცხადებს ისრაელის ელჩი.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია