თეონა აქუბარდია - პარტნიორები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ, არ მიეღო კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ მომავალს დაასრულებდა, ქმედებაზე გადადიან

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, არ მიეღო კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან.

მისივე თქმით, ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი, როგორც კონგრესში, ასევე სენატში დაინიცირებულია, რასაც “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან. ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი როგორც კონგრესში, ასევე სენატში დაინიცირებულია და ამას “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს და მეორე, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოს ბიუჯეტზე, რომლის დიდი ნაწილი დასავლური ფინანსებისგან და მხარდაჭერისგან შედგებოდა. მაშინ, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი გეუბნება, რომ პარტნიორობა დასრულდება, სტრატეგიული პარტნიორობა აღარ იქნება ჩვენი ჯარის, ეკონომისთვის და დემოკრატიისთვის, ეს ბუნებრივია ძალიან დიდი დარტყმაა, რაც “ქართული ოცნების” მიზანიცაა”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება