ლევან დავითაშვილი - ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იმ ერთობლივი საწარმოს თანამონაწილე იქნება, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს

ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იმ ერთობლივი საწარმოს თანამონაწილე იქნება, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს „მყისიერად შეუდგება“.

„კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სამშენებლო სამუშაოების მიმართულებითაც. ზუსტად ამიტომ ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იქნება თანამონაწილე იმ ერთობლივი საწარმოსი, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს. ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და ის საჭირო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის განვითარებისთვის. გასულ წელს, სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. განაცხადების მიღება დაახლოებით, ერთი თვის წინ დავასრულეთ. სამი განაცხადია მიღებული. ახლა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები (ეს არის ბელგიური კომპანია) სწავლობენ სამშენებლო ტენდერის განაცხადებს. ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია და აქაც რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც მყისიერად შეუდგება სამშენებლო სამუშაოებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს დაფინანსებებს - ჩვენ ამ ეტაპზე ბიუჯეტში გვაქვს ასიგნებები ამ პროექტის ჩვენი ნაწილის დასაფინანსებლად. ჩვენ მივყვებით გეგმას. იცით რომ რამდენიმე წელი დასჭირდება ამ სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ წელს დავიწყებთ უკვე მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებას, მაგრამ ყველაზე აქტიურად გაგრძელდება 2025 და 2026 წლებში. შესაბამისად, ამ თანხებს სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება