ფოთის მერი - ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ახალი სახეობების ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

ფოთის საცურაო კომპლექსში ახალი სპორტული მიმართულებები-ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები ჩამოყალიბდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გუნდებს წვრთნებს, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდას და კონკურენტუნარიანი გუნდების ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიღება. მათ მოემსახურებიან სპეციალიზებული მწვრთნელები.

„ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ახალი სახეობების ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ტურნირებზე“,-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება