პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.­

მთავრობის მეთაური დღეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელოვან როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე - ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს.

მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ასევე ესაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობას, რაც ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ჯანსაღ დისკუსიას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

ანალოგიური შეხვედრები საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების თანამშრომლებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს