სანდრო თოფურია - საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არავის განსაკუთრებული გეგმა არ გააჩნია

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არავის განსაკუთრებული გეგმა არ გააჩნია, - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ წევრი სანდრო თოფურია აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, რეალურ საარჩევნო გეგმაზე არავინ ფიქრობს.

„საქართველოს გარდა, პოლიტიკის მიმართ სადმე ასეთი მიდგომა თუ არსებობს, არ ვიცი - „რა დროს წინასაარჩევნო კამპანიაა, ქვეყანას გვართმევენ“ და ამაზე კოლექტიური გლოვაა. ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკის დაზიანება აშშ-სთან, ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და „ოცნების“ სანქცირება ოპოზიციისთვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემო არის, რომელიც რუსული კანონის მიღებამდე არც ისე კარგ ფორმაში იყო.

გამოსავალი არის ის, რაც პოლარიზაციის და კრიზისის საფუძველია პირველ რიგში, არჩევნების მოახლოება. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობას პარლამენტში მოხვედრილი პარტიები დააკომპლექტებენ, მარტივი საქმე არ იქნება. იქნება მოსყიდვები, სტანდარტული ქართული არჩევნები, მაგრამ არავინ ფიქრობს რეალურ საარჩევნო გეგმაზე და როგორ განახორციელებენ ამ გეგმას, როცა პარლამენტში მოხვდებიან“, - აცხადებს სანდრო თოფურია, რომლის კომენტარსაც პარტია „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს