მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა „ტვ1“ ჩემს მოხუც მშობლებს, კანონზე ერთი არგუმენტი ვერ დადეს ამდენი თვეა და დედაჩემს ეკითხებიან - ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა

როგორც ჩანს, გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა „ტვ პირველი“ ჩემს მოხუც მშობლებს, კანონზე ერთი არგუმენტი ვერ დადეს ამდენი თვეა და დედაჩემს ეკითხებიან - ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კითხვა ეხებოდა იმას, თუ რით ააშენეს სოფლის სახლი და „რუსულ“ კანონს თუ ეთანხმებიან.

„როგორ აგონიაში არიან. ფაშიზმის მორიგი გამოხატულება: როგორც ჩანს გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა “ტვ1” ჩემს მოხუც მშობლებს. (ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო…) ეკითხებიან, სოფლის სახლი რითი ააშენეთ და „რუსულ” კანონს თუ ეთანხმებითო. დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. პირდაპირი განზრახვით ჩასული მკვლელები!

კანონზე ერთი არგუმენტი ვერ დადეს ამდენი თვეა და დედაჩემს ეკითხებიან, ქალი ფეხზე ძლივს დგას…

სახლის ხარჯებს რაც შეეხება, ჯერ მე მკითხეთ აქ ან დეკლარაციას ჩახედეთ, თეთრების სიზუსტით მიწერია, კრედიტი რამდენი მაქვს აღებული, რა გავყიდეთ, როგორ მოვახმარე შესაბამისი თანხა მშენებლობას, დეტალური განმარტებებიც კი მაქვს გაკეთებული დეკლარაციაში!

და საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს! იმიტომ, რომ სწორედ მაგ მშობლებმა გამზარდეს ზუსტად ისე, როგორც მათ თავად იცხოვრეს მთელი ცხოვრება - პატიოსნად! თქვენ ვერ წარმოგგიდგენიათ თქვენი პატრონებიდან გამომდინარე, მაგრამ მოგიწევთ დაიჯეროთ, რომ უმრავლესობის ლიდერსაც კი ჭირდება კრედიტების აღება, მშობლებს სოფლის სახლის აშენებაში რომ მიეხმაროს!

ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, ღირსებას და სიამაყეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას!“-წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება