ირაკლი კირცხალია - ოპოზიციას აღიზიანებს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეკონომიკას გააუმჯობესებს, ცუდად ხდებიან, როცა რეზერვები მაქსიმალურ დონეზეა - ქვეყანა რომ ემზადება, ფინანსურად სტაბილური იყოს და ეროვნული ბანკი რომ ოქროს ყიდულობს მსოფლიოში რყევების დროს, ეს თურმე ცუდია

კომპანიები, რომლებიც არიან ოფშორში დარეგისტრირებული იქნება ამერიკული თუ ევროპული, ჩვენ ვიძახით, რომ ეს კომპანიები მოექცნენ ჩვენს საგადასახადო სისტემაში. თუ დღეს გაუმჭვირვალეა, ვინ არის დამფუძნებელი არ ვიცით და მთელი ბრუნვები ხდება ოფშორში, რომელსაც ვერ ვხედავთ და ჩვენს ეკონომიკაში არ მოდის, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ეს ყველაფერი მოექცევა ჩვენს საგადასახადო სისტემაში. რა რის ამაში ცუდი, რა მინუსს აძლევს ეს ეკონომიკას? ვეკითხები ბატონ რომანს, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც დღეს აქ არ სხედან, იმიტომ რომ არ აინტერესებთ და არიან მუდმივად პოპულიზმით დაკავებულები, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ, ე.წ. ოფშორების კანონის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები ღიზიანდებიან ნებისმიერ ქმედებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. კირცხალიამ მიმართა საზოგადოებას, არ აჰყვეს ოპოზიციის პოპულისტურ განცხადებებს.

„ამათ აღიზიანებთ ნებისმიერი ტრანზაქცია, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას გააუმჯობესებს. ესენი ცუდად ხდებიან, როდესაც რეზერვები მაქსიმალურ დონეზეა. თეონა აქუბარდია რომ გამოვიდა აქ და ოქროზე დაიწყო ლაპარაკი - ეკონომიკა და ფინანსები მისი ძლიერი მხარე არ არის. რეზერვის მცნება იცით საერთოდ რა არის ხალხო? ქვეყანაში რეზერვების ცნება არის, რომ ჯანსაღი ეკონომიკა მზად იყოს ზოგადად, ყველანაირი რყევისთვის. საზოგადოებას მივმართავ, შეხედეთ, რა ხდება ევროპის შუაგულში, შეხედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში - რომ გამოდის ბატონი რომანი, ეს კანონის გამყიდველი და პროფესიონალური სახით იძახის, 25%-ით დაეცა იმის ფასი - ჯეი პი მორგანის ფასი შეამოწმოს, ან სთოქებს რომ ხსნის, სელფი ვერ გადაუღია, შევიდეს, თავის კოლეგებს უთხრას და გახსნას სთოქი, როგორ მოძრაობს მსოფლიოში გამომდინარე ქმედებებიდან აბსოლუტურად ყველა დიდი კორპორაციის ფასები და ამ დროს რომ ჩვენი ქვეყანა ემზადება, რომ ფინანსურად სტაბილური იყოს, ეს არის თურმე ცუდი ეროვნული ბანკი რომ ოქროს ყიდულობს მსოფლიოში ასეთი რყევების დროს, ეს არის თურმე ცუდი? - ეს არის სიბეცე, დიდი უტიფრობა და მეგობრებო - საზოგადოებას მივმართავ: ამ უტიფრობის და ამ უტიფრების პოპულისტურ გამონათქვამებს არ უნდა ავყვეთ არავითარ შემთხვევაში. გუშინდელი ვეტო დაიძლია, მოხდა ისტორიული მოვლენა ქვეყანაში და მივიღეთ ყველამ ერთად ეროვნული, ქართული კანონი, ზედმეტი ჩარევების გარეშე რომლისთვისაც ისტორია გვეტყვის მადლობას. დღესაც, რა თქმა უნდა, დაიძლევა ეს ვეტო, იმიტომ რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩვენი უმრავლესობით, ჩვენი მთავრობის ინიციატივით, იქნება საქვეყნო. ამ ვეტოს დაძლევაც არის საქვეყნო და ემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და კიდევ ერთხელ, ამ უტიფრებს მინდა ვუთხრა, ზუსტად ოქტომბერში გამოგიტანთ თქვენ საზოგადოება საბოლოო განაჩენს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება